ქაბულში “ისლამური სახელმწიფოს” ჯგუფია ლიკვიდირებული

ქაბულის ერთ-ერთ ოლქში, ოპერაციის შედეგად, “თალიბანმა” “ისლამური სახელმწიფოს” ჯგუფის ლიკვიდირება შეძლო.

ამის შესახებ ავღანეთის ე.წ. მთავრობის კულტურისა და ინფორმაციის ე.წ. მინისტრის მოადგილემ, ზაბიულა მუჯაჰიდმა განაცხადა. მისი ინფორამციით, ოპერაციის შედეგად, “დაეშის” წევრების თავშესაფარი წარმატებით იქნა გადადგურებული, იქ მყოფი ყველა პირი კი ლიკვიდირებულია. მანამდე გახდა ცნობილი, რომ ქაბულის მე-17 ოლქიდან ისმის როგორც ჩვეულებრივი, ასევე, მძიმე ტექნიკიდან სროლის ხმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები