მილანში თვითმფრინავი სახლს შეეჯახა, არის მსხვერპლი

იტალიის ქალაქ მილანში კერძო თვითმფრინავი ცარიელ შენობას დაეჯახა.

მომხდარის შედეგად, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.

როგორც BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, გარდაცვლილებს შორის ახალგაზრდა ბიჭიც არის.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის მგზავრები ფრანგები იყვნენ, თუმცა, ოფიციალურ უწყებებს, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ.

თვითმფრინავი მილანის აეროპორტიდან კუნძულ სარდინიის მიმართულებით მიფრინავდა, თუმცა, აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.

თვითმფრინავის შეჯახების შედეგად, შენობის ახლოს მდებარე რამდენიმე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები