ბრიტანეთის საელჩო საქართველოში: მხარს ვუჭერთ ეუთო/ოდირის შეფასებას, რომ საქართველოში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში, თუმცა ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას

 

ბრიტანეთის საელჩო 2 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს “ტვიტერზე” ეხმაურება.

საელჩოს განცხადებით, საქართველოში ადგილობრივი არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა.

“მხარს ვუჭერთ ეუთო/ოდირის შეფასებას, რომ არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული და ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში, თუმცა დარღვევების შესახებ ბრალდებებმა პროცესი დააზიანა. ეს ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას. იმედი გვაქვს, ყველა პოლიტიკური პარტია ჩაერთვება მე-2 ტურებში”,- ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები