ელენე ხოშტარია: ახლა უნდა ვკონცენტრირდეთ რეფერენდუმის მეორე ტურზე, სადაც დიდი უპირატესობაა
“უკვე ფაქტია, ამომრჩეველმა მთელ ქვეყანაში საკუთარი ძალა ანახა”,- ამის შესახებ “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია არჩევნებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ახლა ყველა რეფერენდუმის მეორე ტურზე უნდა კონცენტრირდეს.
“უკვე ფაქტია, ამომრჩეველმა მთელ ქვეყანაში საკუთარი ძალა ანახა. მიუხედავად ყველა უნამუსობისა, რაც ჩვენთვის სიახლე არ იყო, ხალხმა საარჩევნო აჯანყება მოაწყო და მნიშვნელოვანი გარდატეხა მოიტანა.
ახლა უნდა ვკონცენტრირდეთ რეფერენდუმის მეორე ტურზე, სადაც დიდი უპირატესობაა და რაც მთავარია მოქმედების რწმენა და ბოლომდე მივიყვანოთ ეს საქმე.
მე საკრებულოში ვერ შევალ, მაგრამ ზუსტად ისეთივე შემართებით გადავეშვები საერთო ბრძოლაში და მივიყვანთ ბოლომდე.
P.s ის რომ “დროამ” 2 პროცენტი აიღო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სულ ახალი წამოწყება ჩემი აზრით ამომრჩეველმა კარგად მიიღო დასაწყისისთვის. ახლა მთავარია არჩევნები და ნორმალური პოლიტიკური პროცესი დავიბრუნოთ და მერე დროაც და ბევრი სხვა გეგმაც განხორციელდება”,- წერს ხოშტარია.