“ქართული ოცნება” – 52.54%, ენმ – 29.45% – ირაკლი კობახიძემ ხმების პარალელური დათვლის შედეგები წარმოადგინა

პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ხმების პარალელური დათვლის შედეგები წარმოადგინა.

როგორც მმართველი გუნდის ლიდერმა განაცხადა, დათვლილია 544 უბანი, რაც საარჩევნო უბნების 14.53%-ია.

მისივე თქმით, სულ დათვლილია 139 000 ხმა.

“ქართული ოცნების” მიერ პარალელური დათვლის შედეგად მიღებული პირველადი მონაცემები ასეთია:

“ქართული ოცნება” – 52.54%

“ნაციონალური მოძრაობა” – 29.45%

“საქართველოსთვის” – 5.71%

“ჩვენი მოლოდინია, რომ საბოლოო შედეგები დაემთხვევა ტელეკომპანია იმედის გამოქვეყნებული ეგზიტპოლის შედეგებს,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები