შალვა პაპუაშვილი: აქედანვე ჯობს, შეეგუონ დამარცხებას
„ყველა დაელოდოს ბიულეტენების შედეგებს. ცოტა დარჩა იმისთვის, რომ გააანალიზონ, ისევე როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში წააგეს და ზოგისთვის მტკივნეული იყო, ვერ აღიარებდა, საკუთარ თავსაც ვერ უტყდებოდა, რომ ასეთი დაბალი შედეგი და უნდობლობა მიიღო მოქალაქეებისგან, ზოგი განზრახ იქცეოდა ასე”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით,
ახლაც ნახავენ, რომ მათი გაზვიადებული წარმოდგენები, ზოგიერთის ბოროტი განზრახვები, განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხება ეს, ნახავენ, რომ ეს ყველაფერი იქნება ფუჭი. აქედანვე ჯობს, შეეგუონ დამარცხებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.