შალვა პაპუაშვილი: ჩვენ მოგვდის ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ავალებს საკუთარ აქტივს,  უბნებზე სიტუაცია არიოს

“ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით,  დღის განმავლობაში კენჭისყრის დროს სულ 13 ინციდენტი დაფიქსირდა. მანვე აღნიშნა, რომ 13-ვე ინციდენტი იყო ისეთი, რომელიც სიტყვიერ შელაპარაკებას არ გასცდენია.

„ჩვენ მოგვდის ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ავალებს საკუთარ აქტივს,  უბნებზე სიტუაცია არიოს. არის მითითებები, რომ ხმების დათვლის პროცესი ჩაშალონ. ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ ხმების დათვლის პროცესი მშვიდად წარიმართოს, პროვოკაციის უფლებას არავის მივცემთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები