როგორ ეხმაურება სააკაშვილი ეგზიტპოლის პირველად შედეგებს
საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეგზიტპოლის პირველად შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“თბილისი! ახლა დათვლაში ხმები უნდა დავიცვათ”, – წერს სააკაშვილი.
ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ხმას ამომრჩეველთა 38, 6 % აძლევს. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“ 33 %-ით.