ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკვე მოვიპოვეთ ზედიზედ მერვე გამარჯვება და დიდი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინ არის
“10 წლის წინ, როცა ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა „ქართული ოცნება“, გამარჯვების არავის სჯეროდა, თუმცა, ჩვენ უკვე მოვიპოვეთ ზედიზედ მერვე გამარჯვება და დიდი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინ არის”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.
კობახიძემ ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა.
„მადლობა თითოეულ თქვენგანს. 10 ათასობით ადამიანი იყო ჩართული ჩვენს წინასაარჩევნო კამპანიაში, ამ სამზადისში. ძალიან მიხარია, რომ ეს ყველაფერი დაფასდა. თითოეულ ჩვენგანს დაგვიფასდა დღევანდელი გამარჯვება. ვულოცავ ყველას. ათი ათასობით ადამიანი იყო ჩართული და ასეულობით კანდიდატი გვყავს ჩვენ, ვინც გაიმარჯვა ამ არჩევნებში, ვინც გახდა საკრებულოს წევრი, ვინც გახდა დღეს მერი. თითოეულ მათგანს, ყველა მოგილოცავთ გამარჯვებას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.