ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს დავასრულეთ სიძულვილისა და სიცრუის ეპოქა და ხვალიდან უნდა დაიწყოს სიმშვიდის, განვითარებისა და სტაბილურობის ხანა
ჩვენთვის დიდი პატივია მერვედ გამარჯვება, კიდევ ერთხელ გილოცავთ და ვულოცავ „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს ამ გამარჯვებას. მე ვულოცავ კახა კალაძეს, ყველა მერს ღირსეულ გამარჯვებას, ჩვენს პარტიას და ჩვენ ხალხს ვულოცავ,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ეგზიტოლების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.
მან ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა.
„ასევე მინდა მივმართო ჩვენს ოპონენტებს, რომ დღეს დავასრულეთ პოლარიზაცია ქვეყანაში. დღეს დავასრულეთ სიძულვილისა და სიცრუის ეპოქა და ხვალიდან უნდა დაიწყოს სიმშვიდის, განვითარებისა და სტაბილურობის ხანა“, – განაცხადა პრემიერმა.