როგორია ამომრჩეველთა აქტივობა – ცესკოს ბოლო მონაცემები
15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 33,18% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 160 413 ამომრჩეველია, – ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება. რის შემდეგაც წილისყრით გამოვლინდებიან მთვლელები, კომისიის წევრები დაითვლიან ხელმოწერების რაოდენობას ყველა სახის ამომრჩეველთა სიებში, გარკვეული სახის დოკუმენტაცია დაილუქება, ამის შემდეგ დაიწყება საარჩევნო ყუთების გახსნა და ბიულეტენების დათვლა.