“როგორც ვატყობ ჯარიმის გადახდა მომიწევს” – კუჭავა საარჩევნო დარღვევაზე
პარლამენტის თავმჯდომარე მის მიერ საარჩევნო უბანზე აგიტაციის წესის დარღვევის საკითხს ეხმაურება.
კახა კუჭავა აცხადებს, რომ პირბადეს, რომელზეც “ქართული ოცნების” პარტიული სიმბოლიკა იყო გამოსახული, ყურადღება არ მიაქცია.
“დილის რვა საათზე მივედი საარჩევნო უბანზე, ნამდვილად არ მივაქციე ყურადღება პირბადეს და როგორც ვატყობ ჯარიმის გადახდაც მომიწევს”, – განაცხადა კახა კუჭავამ.
შეგახსენებთ, რომ ცესკოს განცხადებით, კახა კუჭავამ საარჩევნო უბანზე პარტიული სიმბოლიკის აღმნიშვნელი პირბადით მისვლით აგიტაციის წესი დაარღვია, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.