“კითხვა რომელსაც საქართველომ უნდა უპასუხოს შემდეგია, რა გსურთ იყოთ 10 წელში?” – დენიელ ფრიდი
ამერიკელი დიპლომატი, შშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დენიელ ფრიდი ამბობს, რომ იმედგრაცუებას, რომელიც საქართველოს მიმართ არსებობს, ქვეყანამ წინსვლით უნდა უპასუხოს.
ამის შესახებ მან “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან საუბარში თქვა.
„საქართველოსთან არსებული იმედგაცრუება გაქრება, როცა ქვეყანა წინსვლას დაიწყებს. ამერიკელები ასეთები ვართ, გვიყვარს, როცა ქვეყნები წინ მიდიან“, – აცხადებს იგი.
ფრიდის თქმით, ეს არჩევნები საქართველოსთვის იქნება ტესტი იმისა, თუ რა მიმართულებით სურს ქვეყანას სვლა.
„შეკითხვა რომელსაც საქართველომ უნდა უპასუხოს შემდეგია, რა გინდა იყოთ 10 წელში? გინდათ პოლარიზებული, დისფუნქციური ქვეყანა, რომლის ნამცეცებსაც პუტინი აკრეფს? თუ საქართველოს სურს ჰქონდეს დემოკრატია და ანგარიშვალდებულება. ვნახეთ რა მოხდა მოლდოვაში, ღარიბ ქვეყანაში, მათ სახლში გაუშვეს ასე ვთქვათ კორუმპირებული მთავრობა, და აირჩიეს ახალი პროევროპელი, რეფორმების დღის წესრიგის მქონე ლიდერი. ვნახავთ იქნება თუ არა ის წარმატებული. თუმცა საქართველოც ამ პრობლემის წინაშეა. სად გინდათ იყოთ 10 წელში?“, – აცხადებს ფრიდი.