მამუკა მდინარაძე: როდესაც არაუფლებამოსილი პირი შედის უბანზე, აფიქსირებს პრეტენზიებს, ეს არის ცალსახა დასტური იმისა, რომ მას დარღვევის დაფიქსირება კი არ სურს, არამედ აქვს განზრახვა რომ არიოს უბნები
“როდესაც არაუფლებამოსილი პირი შედის უბანზე, აფიქსირებს პრეტენზიებს, ეს არის ცალსახა დასტური იმისა, რომ მას კი არ სურს რეალური დარღვევის დაფიქსირება, არამედ მას აქვს განზრახვა რომ არიოს, ჩაშალოს უბნები”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ- ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
“ვნახე კადრები, სადაც ელენე ხოშტარია, რომელიც არ არის უფლებამოსილი პირი, შესული იყო უბანზე, აფიქსირებდა პრეტენზიებს, ითხოვდა საჩივრის დაწერის უფლების მინიჭებას და ა.შ. დაწეროს (საჩივარი) მან, ვისაც აქვს ამის კომპეტენცია, ანუ სპეციალური უფლებამოსილება. ხოშტარია არ არის იმ სტატუსის მქონე პირი, რომელსაც ასეთი დარღვევის დაფიქსირების სპეციალური უფლებამოსილება აქვს“, – განაცხადა მდინარაძემ.