ზოგადად საარჩევნო პროცედურა ნორმალურად მიმდინარეობს – ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე

ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარის, მიხაელ გალერის განცხადებით, რომელიც საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდება, ამ დროისთვის საარჩევნო პროცედურა ნორმალურად მიმდინარეობს.

მისივე თქმით, უბნების გახსნის პროცესმა დილიდან მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

„ჩვენ დავაკვირდით უბნების გახსნის პროცესს ამ დილით, უბნების გახსნამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ისინი დროულად გაიხსნა. ყველა საჭირო მასალა ხელმისაწვდომი იყო, პერსონალი ადგილზე იმყოფებოდა.

ამ დროისთვის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ბევრი საარჩევნო უბანი მეორე სართულზეა განთავსებული და რთულად ხელმისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ასე რომ, მცირე პრობლემა არის, თუმცა ეს არის ტექნიკური საკითხი. ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე სკანერი გაფუჭდა, თუმცა ესეც არის ტექნიკურად მოსაგვარებელი საკითხი. ზოგადად, პროცედურა ნორმალურად მიმდინარეობს”, – განაცხადა გალერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები