“სააკაშვილი უნდა წამოვიყვანოთ, ის უკრაინის მოქალაქეა” – ზელენსკის ოფისის წარმომადგენელი

საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების საკითხი, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის პირად კონტროლზე აქვს აყვანილი.

ამის შესახებ ტელეგრამ არხზე ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა დაწერა.

“საქართველოს ორგანოების მხრიდან გასაგებ ახსნას ველოდებით და საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტილებას მივიღებთ. პრეზიდენტს ვითარება მუდამ აქვს კონტროლზე. სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენ უნდა წამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქე”, – თქვა პოდოლიაკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები