ზურაბ ჯაფარიძე: ხმა მივეცი იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც ვითომ “ქურდულს” აწვება

“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საკუთარი არჩევანი არჩევნებზე უკვე დააფიქსირა.

მისი თქმით, ხმა მისცა იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც “ქურდულს აწვება”.

“ხმა მივეცი იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც ვითომ რაღაც განსხვავებული ცხოვრებით ცხოვრობს, ვითომ “კაი ბიჭურს” და “ქურდულს” რომ აწვებიან და ახლა სუს-ის “შესტიორკებად” არიან გადაქცეული, ამ ხალხის წინააღმდეგ მივეცი ხმა. კიდევ იმათ წინააღმდეგ მივეცი ხმა, ვითომ სასულიერო პირები რომ ჰქვიათ და კანში და ჯიპებში რომ ვეღარ ეტევიან”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები