არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ: თბილისმა მიმიღო და ბევრი რამ მაჩუქა, ეს სიკეთე მინდა დავაბრუნო

პარტიის „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ თბილისის მერობის კანდიდატმა არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუმ არჩევნებზე საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა.

„დარწმუნებული ვარ, რომ დღეს მოსახლეობა გააკეთებს სწორ და გულწრფელ არჩევანს. მადლობელი ვარ თბილისელების. 25 წელია აქ ვცხოვრობ. ამ ქალაქმა მიმიღო და ბევრი რამ მაჩუქა. ეს სიკეთე მინდა დავუბრუნო. მოგიწოდებთ ყველას, მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსიროთ თქვენი არჩევანი“, – განაცხადა ოგბუნუჯუმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები