მარინა კალიურანდი: დილის 7 საათიდან ვაკვირდებით არჩევნებს

ევროპარლამენტარები საქართველოში მიმდინარე თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდებიან. მათ შორისაა მარინა კალიურანდი, რომელმაც მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„დილის 7 საათიდან ვაკვირდებით არჩევნებს. ვნახეთ, როგორ გაიხსნა საარჩევნო უბნები; ვნახეთ, როგორ მუშაობს კომისია, როგორ მოდის ამომრჩეველი. კარგი იქნებოდა უკეთესი პირობები ყოფილიყო შშმ პირებისთვის. ჯერ კიდევ 7 საათია წინ იმისთვის, რომ შედეგებზე ვისაუბროთ“, – განაცხადა კალიურანდმა.

თვითმმართველობის არჩევნებს 100 ადგილობრივი და 52 საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები