“მოვიდა კაცი, თავის ფეხით ჩაბარდა” – გიგი უგულავა სააკაშვილზე
არც არანაირი არეულობა მოუწყვია, არც არანაირი შფოთი, მოვიდა კაცი, თავის ფეხით ჩაბარდა, – ასე შეაფასა გიგი უგულავამ ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადმოკვეთის ფაქტი და ამასთან დაკვშირებით გუშინ განვითარებული მოვლენები.
“ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცოდით, რომ ხელისუფლებისთვის სააკაშვილი ციხეში ყოველთვის პრობლემა იქნებოდა. არც არანაირი არეულობა მოუწყვია, არც არანაირი შფოთი, მოვიდა კაცი, თავის ფეხით ჩაბარდა და თან რა გააკეთა, ამხილა ყველა. მაგალითად, მე ვერ წარმომიდგენია, მდინარაძემ, თალაკვაძემ, მაგალითად იმ თავფუჩეჩა კაცმა, საერთოდ ხმა როგორ უნდა ამოიღონ იმის მერე, რასაც ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვუყურებდით. მგონი, ყველაფერი ნათელზე ნათელია“, – განაცხადა გიგი უგულავამ.