კელი დეგნანი: სააკაშვილის საქმე საქართველოს სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის ტესტი იქნება

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმე საქართველოს სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის ტესტი იქნება.

მისივე თქმით, საქართველოს მეტი პოლიტიკური სტაბილურობა სჭირდება.

“საქართველოს სჭირდება მეტი პოლიტიკური სტაბილურობა და არა პოლარიზაცია. რაც შეეხება ბატონ სააკაშვილს, ეს პროცესი და საქმე იქნება საქართველოს სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის ტესტი იქნება, თუ რამდენად მიუკერძოებლად, სამართლიანად და ღიად წარიმართება. ჩვენ რა თქმა უნდა, ამ პროცესს ყურადღებით დავაკვირდებით, იმედი გვაქვს, ეს ქართული კანონმდებლობის და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისი იქნება”,- განაცხადა დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები