მარიამ ქვრივიშვილი: 10:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ მაღალია, თუმცა საჭიროა კიდევ უფრო მეტი აქტიურობა

„10:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 259 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა, რაც არის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, თუმცა საჭიროა კიდევ უფრო მეტი აქტიურობა, რათა თითოეული ამომრჩევლის ხმა აისახოს საბოლოო შედეგებში“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბბრიფინგზე.

მან ხაზი გაუსვა დღევანდელი დღის მნიშვნელობას.

„ქართველი ამომრჩეველი იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ როგორ სურს თავისი მუნიციპალიტეტის, ქალაქის, სოფელის განვითარება. თითოეული ამომრჩევლის ხმა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ აირჩნენ ღირსეული მერები და გაგრძელდეს თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარება. საარჩევნო პროცედურები წარიმართება კანონმდებლობის დაცვით, რაიმე არსებითი ხარვეზების გარეშე. მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ მშვიდი საარჩევნო გარემო. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს შეინარჩუნონ მაქსიმალური სიმშვიდე და მოთმინებით შეხვდნენ ყველა შესაძლო პროვოკაციას. მოვუწოდებთ შესაბამის მედიასაშუალებებს, ნუ შეეცდებიან შექმნან ხელოვნური აჟიოტაჟი და ყალბი აღქმები საარჩევნო გარემოს შესახებ. 10:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 259 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა, რაც არის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, თუმცა საჭიროა კიდევ უფრო მეტი აქტიურობა, რათა თითოეული ამომრჩევლის ხმა აისახოს საბოლოო შედეგებში. ამომრჩეველს შევახსენებთ, რომ დღეს ამოქმედდა ვებ-გვერდი elections2021.ge, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია ამომრჩევლის აქტივობის, აქტივობის პროგნოზისა და არჩევნებთან დაკავშირებული სხვა საინტერესო დეტალების შესახებ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ, დარწმუნებული ვართ თქვენი მხარდაჭერით „ქართული ოცნება“ და ჩვენი კანდიდატები დამაჯერებლად გაიმარჯვებენ“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები