ირაკლი კობახიძემ ხმა ვაკის 53-ე უბანზე მისცა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ საკუთარი არჩევანი ვაკის 53-ე უბანში დააფიქსირა.

„როგორც იცით, ამ არჩევნებზე არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც საზოგადოებას მთელი ორი თვის განმავლობაში ესაუბრებოდა იამზე, თუ როგორ წარმოუდგენია დედაქალაქის თუ თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარება. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება მხარს დაუჭერს ამ პოლიტიკურ ძალას და მის კანდიდატებს“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები