შოთა გულბანი: ის, რაც “ქართულ ოცნებას” კოლოსალურ უპირატესობას აძლევს მის მთავარ კონკურენტთან მიმართებით, არის ქვეყანაში შექმნილი ბიზნესგარემო

“ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ის, რაც ამ პოლიტიკურ ძალას კოლოსალურ უპირატესობას აძლევს მის მთავარ კონკურენტთან მიმართებით, არის ქვეყანაში შექმნილი ბიზნესგარემო. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია, განვაცხადო, რომ დღეს საქართველოში ბიზნესის საკეთებლად არის იდეალური გარემო და ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრება არ არის, ფაქტები ამაზე მეტყველებენ და, რაც მთავარია, ბიზნეს სექტორი ამას ადასტურებს,” – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის ექსპერტი, შოთა გულბანი ხელისუფლების მხარდაჭერილი ბიზნესპროექტების პრეზენტაციას, რომელიც ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა გამართეს.

გულბანის თქმით, ცალკეული დაბრკოლებები, მაგალითად, ბიუროკრატიული ბარიერები და არაკვალიფიციური სამუშაო ძალა ბიზნესისთვის მთავარი თავისტკივილია ისევ და ამაზე გამუდმებით უნდა მიმდინარეობდეს მუშაობა ყველა ხელისუფლების პირობებში, მაგრამ, სხვა მხრივ, საქართველოში არის უნიკალური შესაძლებლობები საქმის წამოსაწყებად ან არსებულის გასავითარებლად.

„სწორედ ამაში  ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ ბიზნესის მხარდამჭერ სააგენტოებს. კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სოფლის განვითარების სააგენტოს მეშვეობით 2013 წლიდან დღემდე ჯამურად მხარდაჭერილია 1,806 პროექტი. მოზიდულმა ინვესტიციამ 2,5 მლრდ ლარი შეადგინა და შეიქმნა 52,831 ახალი სამუშაო ადგილი. ამასთან, თითოეულ ჩვენს მიერ გაღებულ ლარს უკან ბიუჯეტში მოაქვს დაახლოებით 5 ლარის გადასახადები და 16 ლარის კერძო ინვესტიცია, ანუ ხუთჯერ მეტი უბრუნდება სახელმწიფოს და ხალხს უკან ბიუჯეტში, ხოლო 16-ჯერ მეტი კერძო ინვესტიციის მოზიდვის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მიერ ბიზნეს პროექტების თანადაფინანსებაზე გაღებულ 1 ლარს, მაგალითად „აწარმოე საქართველოს“ მეშვეობით 15,7 ლარის ინვესტიცია, ხოლო ქვეყნის მშპ იზრდება 8.7 ლარით. ამავე ერთი ლარის ინვესტიციით, სახელმწიფო ბიუჯეტში 5 ლარზე მეტი შედის. დანახვა უნდა ამ ყველაფერს“, – განაცხადა ექსპერტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები