ოთარ ანგურიძე: ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამების ამოქმედებამ ქვეყანაში საინვესტიციო პოტენციალის გაზრდას მნიშნელოვანი ბიძგი მისცა

„ბიზნესისა და, ზოგადად, კერძო სექტორის ხელშემწყობი პროგრამების ამოქმედებამ მნიშნელოვანი ბიძგი მისცა ქვეყანაში საინვესტიციო პოტენციალის გაზრდას. სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით, 2013 წლიდან დღემდე 1800-ზე მეტი პროექტი განხორციელდა მოზიდულმა ინვესტიციამ შეადგინა 2,5 მლრდ ლარი და შექმნა 53 ათასამდე სამუშაო ადგილი. კვლევები ცალსახად გვიჩვენებს, რომ სახელმწიფოს მიერ დახარჯულ ყოველ 1 ლარზე მოდის 16 ლარის ინვესტიცია და ბიუჯეტში გადახდილი 5 ლარი, რაც საკმაოდ მაღალი შედეგია და ადასტურებს აღნიშნული პროგრამების წარმატებასა და გაგრძელების აუცილებლობას,“ – განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძემ.

ოთარ ანგურიძის თქმით, ეკონომიკის ზრდის დღევანდელი მაღალი ტემპი არის სწორედ სამთავრობო პროგრამების შედეგი, რამაც უამრავ ბიზნესმენს გაუხსნა გზა ფინანსების ხელმისაწვდომიბისაკენ.

“მიმდინარე კრიზისულ ვითარებაში, როდესაც მთელს მსოფლიოში შემცირებულია ინვესტიციების მოძრაობა, სახელმწიფოს როლი არის მნიშვნელოვანი, რათა ეს საინვესტიციო დანაკარგები შეავსოს, რის შედეგებსაც ყოველთვიურ სტატისტიკურ მონაცემებშიც ვნახულობთ. მიუხედავად, იმისა, რომ ბოლო პერიოდში არ წყდება პოლიტიკური სპეკულაციები და მიზანმიმართული შეტევა სახელმწიფოს მიმართ, რაც წინასაარჩევნო პერიოდიც ამას გვიჩვენებს, საქართველოს ეკონომიკა მაინც წინ მიდის, რაც ერთმნიშვნელოვნად არის მყარი სახელმწიფო პროგრამების შედეგი,“ – განაცხადა ექსპერტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები