„ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რეგიონში დესტაბილიზაცია იყოს“ – ალი ბაბაევი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში არსებულ ვითარებაზე

“საათები დარჩა არჩევნების დაწყებამდე. „ნაციონალურ მოძრაობას“ დაგეგმილი აქვს, პროვოკაციული გზებით აჩვენოს, რომ ვითომ სამართლიანი არჩევნები უნდათ და „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს არასამართლიანად ექცევა”, – ამის შესახებ ამის შესახებ „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარემ, ალი ბაბაევმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

ბაბაევმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორია წინასაარჩევნო ვითარება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში.

„მინდა, ყურადღება გავამახვილო საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, რა თქმა უნდა, პირველ ყივლისა, იმ რეგიონებზე, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. ვისუბრო იმაზე, თუ რა მდგომაროებაა, როგორია წინასაარჩევნო პროცესი.
გუშინ დმანისში, ბოლნისსა და მარნეულში ვიმყოფებოდი. ჩვენს ატივისტებთან შეხვედრები მქონდა. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ დირექტივებს ყველა იცავს.
გამართული შეხვედრებისას ჩვენს ახლობლებს, მეგობრებს, თანამოზარეებს მივმართე, რომ პროვოკაციებისგან ყველანაირად თავი შეიკავონ. ვიცით, რომ გუშინ მარნეულში ინციდენტი მოხდა, როცა „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი თავს დაეხა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ეს წინა ეტაპია. საათები დარჩა არჩევნების დაწყებამდე. საათები დარჩა არჩევნების დაწყებამდე. „ნაციონალურ მოძრაობას“ დაგეგმილი აქვს, პროვოკაციული გზებით აჩვენოს, რომ ვითომ სამართლიანი არჩევნები უნდათ და „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს არასამართლიანად ექცევა. მინდა, ჩემი ხალხის აზრი გამოვხატო, უმრავლესობა დღევანდელი ხელისუფლების მოხმრეა. დმანისი წლების განმავლობაში ოქრიაშვილსა და მის ბანდას ჰყავდა დატერორებული. ხალხთან შეხვედრის შემდეგ დავრწმუნდი, რომ მალე დმანისში ოქრიაშვილის რეჟიმი დამთავრდება.
ბოლნისში საარჩევნო კამპანია წყნარ ვითარებაში მიდის. მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის კანდიდატებს უკმაყოფილება აქვთ, თითქოს, რაღაც ძალადობას აქვს ადგილი. ეს ყველაფერი ტყუილია“, – განაცხადა ბაბაევმა.
მისივე თქმით, ხვალინდელ არჩევნებს ქვეყნის სტაბილურობისა და წინსვლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი შვილობილები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ რეგიონში დესტაბილიზაცია იყოს. მათ საარჩევნო კამპანია ძალიან სუსტად ჩაატარეს. ამ პარტიას არავითარი პერსპექტივა არ გააჩნია, არც მომავალში მოიზარება, როგორც პოლიტიკური მოძრაობა. ეს პარტია მხოლოდ პროვოკაციებსა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ეყრდნობა. თუნდაც დილანდელი ამბავი გავიხსენოთ, ამ ჯგუფის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ, თურმე, ბათუმშია, მაგრამ იქ წითელი, თურქული დროშა ფრიალებს.
ამ არჩევნებს ქვეყნის სტაბილურობისთვის, მშვიდობისთვის, წინსვლისთვის, ეკონოკიური განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
მინდა, ჩვენს კანდიდატებს კალაძის თამადობით მადლობა ვუთხრა იმისათვის, რომ თითოეულ უბანში მიდიან, ყველას ხვდებიან, ხალხს ეკითხებიან, რა პრობლემა აქვთ, საუბრობენ იმაზე, თუ რა უნდა გააკეთონ არჩევნების შემდეგ. ოპოზიციას პროგრამა არ აქვს.
ამ არჩევნებზე კიდევ ერთხელ დავწრმუნდებით, რომ „ქართული ოცნება“ ის ძალაა, რომელმაც ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში ძალიან დიდი როლი ითამაშა.
მინდა, ჩვენს ამომრჩევლებს, საქართველოს მოქალაქეებს მოგიწოდოთ, თუ გვინდა, ამ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ჩვენთვის მთავარი ადგილი სტაბილურობას, ეკონომიკურ განვითარებას უჭირავს. არიან გაბოროტებული ადამიანები, რომლებსაც ის ფუფუნება, რაც 9 წლის განმავლობაში ჰქონდათ, დღეს არ აქვთ და ცდილობენ, ყველა არჩევნებზე ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიონ.
მინდა, ერთი სასიხარულო ინფორმაცია დავამატო: საქართველო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის ერთერთი დიდი ლიდერი გახდა. იცით, რომ 2 დღის წინ პრემიერი აზერბაიჯანში იყოფებოდა. საქართველო რეგონის მშვიდობის ცენტრი გახდა. იცით, ღარიბაშვილის და ალიევის ურთიერთობა, თუნდაც სომეხი დივერსანტების გათავისუფლებასთან დაკავშირებით”, –  განაცხადა ალი ბაბაევმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები