“სააკაშვილი უკრაინიდან არ გასულა, ასეთ სასაცილო და სამარცხვონო ფეიკნიუსს ის საკუთარ პარტიაშიც ვერ ყიდის”

“სააკაშვილი უკრაინაშია, დარწმუნებით გეუბნებით, ის უკრაინიდან არ გასულა. მიხეილ სააკაშვილი ასეთ სასაცილო და სამარცხვონო ფეიკნიუსს საკუთარ პარტიაშიც ვერ ყიდის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, დაბრუნების შემთხვევაში, სააკაშვილს საქართველოში პატიმრობა ემუქრება.

“ღიმილისმომგვრელია, როდესაც რამდენიმე დღის წინ რაღაც ბილეთის ჯავშანი გამოაქვეყნა და ახლა უკვე სამარცხვინო, სასაცილო ფეიკნიუსს ავრცელებს. ჩვენი ქვეყნის სამწუხარო მოცემულობაა, რომ ოდესღაც საქართველოს ასეთი სამარცხვინო პრეზიდენტი ჰყავდა. დანამდვილებით გეუბნებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება – სააკაშვილი უკრაინაშია, დარწმუნებით გეუბნებით, ის უკრაინიდან არ გასულა. მიხეილ სააკაშვილი ასეთ სასაცილო და სამარცხვონო ფეიკნიუსს საკუთარ პარტიაშიც ვერ ყიდის. როგორც კი გაბედავს და საქართველოს ტერიტორიას შეეხება, დაპატიმრებული იქნება“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები