შალვა პაპუაშვილი: პრობლემა ის კი არ არის, რომ სააკაშვილი ასე მასხრობს, პრობლემაა, რომ ის ასე მასხრად იგდებს საკუთარ ამომრჩეველს

“პრობლემა ის კი არ არის, რომ სააკაშვილი ასე მასხრობს. პრობლემა ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილი ასე მასხრად იგდებს საკუთარ ამომრჩეველს”, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა ექსპრეზიდენტის საქართველოში სავარაუდო დაბრუნებასთან დაკავშირებულ კითხვას.

მისი თქმით, გულდასაწყვეტია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” საკუთარ მხარდამჭერებს აბუჩად იგდებს.

“მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში. ამას არ სჭირდება დიდი ექსპერტიზა და ანალიზი. პრობლემა ის კი არ არის, რომ სააკაშვილი ასე მასხრობს. პრობლემა ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილი ასე მასხრად იგდებს საკუთარ ამომრჩეველს. სულ ცოტა ხანში ხომ თვითონ გაარკვევენ მისი მხარდამჭერები რომ მან და “ნაციონალურმა მოძრაობამ” აბუჩად აიგდო საკუთარი მხარდამჭერები. ეს არის ყველაზე გულდასაწყვეტი”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე შეფასებით, ასევე პრობელმაა ის, რომ ზოგიერთები ჯერ კიდევ უჯერებენ იმ ადამიანს, რომელმაც 17-ჯერ დადო ქვეყანაში დაბრუნების პირობა და ამდენჯერვე დაარღვია ის.

“პრობლემაა ისიც, რომ უჯერებთ იმ ადამიანს რომელმაც 17-ჯერ დადო საკუთარი მომხრეების წინაშე პირობა რომ საქართველოში ჩამოვიდოდა და 17-ჯერვე მასხრად აიგდო საკუთარი ამომრჩეველი.
ამიტომ, კიდევ ერთხელ, მოგიწოდებთ ყველას, ვკონცენტრირდეთ ხვალინდელ არჩევნებზე. კიდევ ერთხელ მოვიწოდებ ჩვენს ამომრჩეველს, ხვალ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ყველას ვინ წყვეტს ამ ქვეყნის ბედს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები