არჩილ თალაკვაძე – სააკაშვილზე: მოდელირებული ქრონიკის ავტორებისგან რა უნდა გაგიკვირდეს?

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე მიხეილ
სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლას სოციალური ქსელით ეხმაურება.

მისი განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჩამოსვლის ამბავი მოდელირებულია.

“მოდელირებული ქრონიკის ავტორებისგან რა უნდა გაგიკვირდეს? ომი დადგეს მედიით. თავისი ჩამოსვლაც ისეთ სტილში წარმოუდგენია, როგორც გორში თვითმფრინავის დანახვისას მოიქცა.

რაც შეიძლება მეტი HA HA!

2 ოქტომბერს  ჩვენი ყველა მხარდამჭერი არჩევნებზე! მშვიდად და მტკიცედ გავიმარჯვებთ! “ქართული ოცნება” იგებს!,” – წერს არჩილ თალაკვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები