ვლადიმერ ბოჟაძე: ბათუმში წუხელ მთელი ღამე წვიმდა და ზღვაზე შტორმი იყო, ჰოდა, ამ ჰალსტუხიჭამია ყვარყვარემ სად გადაიღო ეს ვიდეო?
ექსპერტი, ვლადიმერ ბოჟაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ის საქართველოშია, “ყალბ ამბავს” უწოდებს. მისი თქმით, სააკაშვილი ისეთი უნიჭო მსახიობია, რომ ბოლივუდშიც არ არის მისი ადგილი.
,,ბათუმში წუხელ მთელი ღამე წვიმდა (ისევე, როგორც მთელს საქართველოში) და ზღვაზე იყო შტორმი (დამეთანხმებიან ბათუმელები), ჰოდა, ამ ჰალსტუხიჭამია ყვარყვარემ სად გადაიღო ეს ვიდეო? ბოლივუდშიც არ მიგიღებენ, ისეთი უნიჭო მსახიობი და ოპერატორი ხარ”, – წერს facebook – ზე ბოჟაძე.