თინა ბოკუჩავა – სააკაშვილის ჩამოსვლაზე: ინფორმაცია ჰქონდათ ევროპარლამენტარებს

არჩევნებზე დასაკვირვებლად ჩამოსულ ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე მყოფი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ევროპარლამენტარებს სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ.

“ძალიან მაღალია მოლოდინი პრეზიდენტ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, აღნიშნული ინფორმაცია ჰქონდათ ევროპარლამენტარებს. ახლა ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად ყველა მოქალაქე მივიდეს საარჩევნო ყუთთან და გააკეთოს საკუთარი არჩევანი ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და დარწმუნებული ვარ, დღის ბოლოს, პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად, ოპოზიცია ერთობლივად აღნიშნავს არა რომელიმე კონკრეტული პარტიის, არამედ – ქვეყნის გამარჯვებას”, – თქვა ბოკუჩავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები