ავღანეთში ერთმანეთს “თალიბები” და “ისლამური სახელმწიფოს” წევრები დაუპირისპირდნენ

ავღანეთში, ზაბულის პროვინციაში, პაკისტანის საზღვართან “ისლამურ სახელმწიფოსა” და “თალიბანს” შორის შეტაკებას, სულ მცირე, 17 “თალიბი” ემსხვერპლა.

Kabul News-ის ინფორმაციით, “ისლამური სახელმწიფოს” მხრიდან შეტაკებას 3 წევრი ემსხვერპლა.

სხვა დეტალები უცნობია.

გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “თალიბებმა” ნანგარხარის პროვინციასა და დედაქალაქში, სადაც ბოლო ერთ თვეში აფეთქებების სერია მოხდა, “დაეშის” წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყეს.

მათ ნაწილზე პასუხისმგებლობა “ისლამური სახელმწიფო ხორასანმა” აიღო, რომელიც “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი განშტოებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები