YouTube ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის შემცვლელ კონტენტს წაშლის
YouTube-ის ადმინისტრაცია, დეზინფორმაციასთან ბრძოლის ფარგლებში, ისეთ კონტენტს წაშლის, რომელიც ნებისმიერი ვაქცინის ეფექტურობას ეჭვის ქვეშ დააყენებს.
როგორც კომპანიის ვიცეპრეზიდენტმა, მეტ ხალპრინმა განმარტა, რეგულაცია შეეხება ყველა ვიდეორგოლს, რომელშიც ნათქვამია, რომ ვაქცინები საშიშია ან ქრონიკული დაავადებების გამოწვევა შეუძლია.
ერთი წლის წინ, YouTube-მა დაბლოკა ზოგიერთი ვიდეორგოლი, რომელიც ვაქცინებს აკრიტიკებდა.
ამ ხნის შემდეგ, პლატფორმიდან 130 ათასზე მეტი ვიდეორგოლი წაიშალა “COVID-19-თან დაკავშირებით YouTube-ის პოლიტიკის დარღვევისთვის”.
”მუდმივად ვაფიქსირებთ ცრუ განცხადებებს ვაქცინების შესახებ, არა მხოლოდ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების, არამედ, ზოგადადაც, და ახლა დადგა დრო, როდესაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სამუშაოს გაფართოება, რომელიც დავიწყეთ COVID-19-ით, რომ სხვა ვაქცინებიც მოვიცვათ”, – ნათქვამია YouTube-ის ოფიციალურ ბლოგში.