საქსტატი: აგვისტოში ეკონომიკა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.3 პროცენტით გაიზარდა

2021 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 10.3 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. მათივე ცნობით, 2021 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 12.0 პროცენტია.

საქსტატის ცნობით, 2021 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა ისეთ დარგებში, როგორიცაა დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება.

კლების ტენდენცია კი დაფიქსირდა მშენებლობის და სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები