სომხეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი დაკავებულია
სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრი – დავიდ ტონოიანი დააკაცა.
ტონოიანთან ერთად, დაკავებულია ასევე იარაღის რეალიზატორი, ვიწრო წრეებში ცნობილი, როგორც “პატრონ დავიდი”.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია არაერთი დარღვევისთვის, ასევე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჭიროებებისთვის საბრძოლო მასალების შესყიდვის დროს.
ტონოიანი და გალსტიანი ეჭვმიტანილები არიან დაახლოებით 2,3 მილიარდი დრამის (დაახლოებით 4,7 მილიონი დოლარი) გაფლანგვაში, სოციალურად საშიში ქმედებებისა და გაყალბების ჩადენაში.
სასამართლოში მათი დაკავების შესახებ შუამდგომლობა შევიდა.
სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში საქმე აღძრულია ასევე სხვა ყოფილი და მოქმედი სამხედრო პირების მიმართ.
25 სექტემბერს ეროვნული უშიშროების სამსახურმა სამხედრო ავიაციის სამმართველოს უფროსი თაღლითობის ბრალდებით დააკავა.