ნოდარ წოწორიამ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან და გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ჩემი ადგილი არ არის, – ამის შესახებ ნოდარ წოწორიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

მინდა მივმართო ყველა ჩემს მეგობარს, ახლობელს და თანამებრძოლს. დღეს მიწევს ჩემთვის ძალიან მტკივნეული და ამავდროულად მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთება.

დღეიდან, ფაქტიურად ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავდივარ, რადგან წლების განმავლობაში ვემსახურებოდი გუნდს და პარტიას, რომელიც ჩემს წარმოდგენაში თავის მხრივ ემსახურებოდა ქვეყნის კეთილდღეობას და უკეთეს მომავალს.

საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან და გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ჩემი ადგილი არ არის. შესაბამისად, ვტოვებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” მარტვილის ორგანიზაციის რიგებს.ამ საკითხთან დაკავშირებით, დამატებით არანაირი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ”, – წერს ნოდარ წოწორია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები