ელისო ბოლქვაძე სილჯა ფიშერს შეხვდა
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ პარიზში, საქართველოს საელჩოში მუსიკის საბჭოს აღმასრულებელ მდივანთან, სილჯა ფიშერთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრისას, საუბარი შეეხო ევროპული საკონცერტო დარბაზების პლატფორმასთან (ÉCHO) თანამშრომლობის დაწყებას. „სპეციალური კომისია ქართველ ახალგაზრდა შემსრულებლებს ევროპის წამყვან დარბაზებს შესთავაზებს, რომელიც უმოკლეს დროში შეიქმნება. მოსმენები საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება. ეს თანამშრომლობა ახალ შესაძლებლობებს გააფართოებს და ნორჩი ქართველი ტალანტების მოტივაციას გააღრმავებს”, – აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.