ელისო ბოლქვაძე საფრანგეთის კულტურის სამინისტროსთან არსებულ მხატვართა კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ საფრანგეთის კულტურის სამინისტროსთან არსებულ მხატვართა კავშირის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და განსახორციელებელ კულტურულ პროგრამებთან დაკავშირებით.

ელისო ბოლქვაძის ინიციატივით, საქართველოს სამხატვრო აკადემიის სტუდენტები 2023 წლიდან შეძლებენ, მონაწილეობა მიიღონ ყოველწლიურ პრესტიჟულ გამოფენაში, რომელსაც საფრანგეთის კულტურის სამინისტროსთან არსებულ მხატვართა კავშირი ყოველწლიურად პარიზის ცნობილ „დიდ სასახლეში“ (Grande Palais) აწყობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები