ერდოღანი ხვალ რუსეთს ეწვევა

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი სამუშაო ვიზიტით ხვალ რუსეთს ეწვევა.

მედიის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, სოჭში დაგეგმილია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ერდოღანის შეხვედრა.

შეხვედრაზე მხარეები ორმხრივი ურთიერთობის, ასევე, რეგიონული განვითარებისა და საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ. დაგეგმილია სირიაში, ლიბიაში, ავღანეთსა და სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარების განხილვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები