უნგრეთმა “გაზპრომთან” 15-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

რუსული “გაზპრომი” უნგრეთს გაზს 2036 წლის ბოლომდე მიაწვდის.

შესაბამის კონტრაქტს ხელი დღეს ბუდაპეშტში მოეწერა, რომელსაც ესწრებოდა “გაზპრომის” გენერალური დირექტორი, ელენა ბურმისტროვა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო.

შეთანხმების მიხედვით, უნგრეთი წელიწადში 4,5 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს, მათგან 3,5 მილიარდს სერბეთის, ხოლო მილიარდს – ავსტრიის გავლით.

შეთანხმება ძალაში 1-ელ ოქტომბერს, 10 წლის შემდეგ პირობების შეცვლის შესაძლებლობით შევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები