ბუნდესტაგს, პირველად, ტრანსგენდერი დეპუტატი ეყოლება

გერმანიის ბუნდესტაგის, ისტორიაში პირველად, საკანონმდებლო ორგანოში 44 წლის ტრანსგენდერი ქალი, ტესა განსერი ეყოლება.

პარტია “მწვანეთა” წევრი, რომელიც 2018 წლამდე მარკუს განსერერად იყო ცნობილი, ბავარიის მკვიდრია.

მას აქვს მიღებული განათლება ინჟინერიის დარგში, 2005 წლიდან გერმანელი პოლიტიკოსის, კრისტიან მაგერლის გუნდში მუშაობდა.

2008 წელს განსერერი გერმანიის ლანდტაგში მოხვედრას ცდილობდა, თუმცა, მარცხი განიცადა. 5 წლის შემდეგ, ის რეგიონულ პარლამენტში მაინც მოხვდა.

2018 წელს, ბავარიის პარლამენტში მეორედ არჩევის შემდეგ, მან თავი ტესად გამოაცხადა, და უკვე 2019 წლის იანვარში პრესკონფერენციაზე განსხვავებული იმიჯით წარდგა.

ბუნდესტაგში მოხვედრის შემდეგ, ტესა განსერერმა დღეს თქვა:”ძალიან მიხარია, რომ წვლილს შევიტან ჩემი თემების პოპულარიზაციაში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ასევე, გერმანიის ბუნდესტაგში”.

ტესა განსერერს სურს, მათ შორის, სქესის შეცვლის ოპერაციის წესების გამარტივება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები