საფრანგეთში ოქტომბრიდან კორონავირუსზე უფასო ტესტები აღარ გაკეთდება

საფრანგეთში ოქტომბრის შუა რიცხვებიდან კორონავირუსის ტესტები ყველა კატეგორიის ადამიანებისთვის უფასო აღარ იქნება.

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა.

The Local-ი წერს, რომ, 15 ოქტომბრის შემდეგ, უფასო იქნება მხოლოდ ის ტესტები, რომლებიც სამედიცინო დანიშნულებით გაკეთდება, ანუ სიმპტომების მქონე ან ინფიცირებულთა კონტაქტებისთვის.

არავაქცინირებულ მოქალაქეებს უფასო ტესტის მისაღებად რეცეპტი დასჭირდებათ, ვაქცინირებულებს – არა.

ასევე, ტესტები უფასო დარჩება 18 წლამდე ასაკის პირებისთვის და სკოლებში, სადაც მასობრივი ტესტირება გაგრძელდება.

ამგვარი პოლიტიკის მთავარი მიზანია არავაქცინირებული ადამიანების წაქეზება, გაიარონ იმუნიზაცია, რადგან ამიერიდან კოვიდპასპორტის მისაღებად მათ რეგულარულად ფულის გადახდა მოუწევთ ან აცრის გაკეთება.

გასულ წელს, საფრანგეთში მასობრივ ტესტირებაზე 2,2 მილიარდი ევრო დახარჯა, ხოლო წელს 4,9 მილიარდი ევროს დახარჯვა იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები