ბერლინს, პირველად, ქალი მერი ეყოლება

ბერლინის მერად, პირველად, ქალი დაინიშნება. აღნიშნული იკვეთება 26 სექტემბერს გერმანიაში ჩატარებული ფედერალური არჩევნებიდან, რომელზეც გამარჯვება სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მოიპოვა.

შესაბამისად, ბერლინს უხელმძღვანელებს პარტიის მიერ ადრე დასახელებული კანდიდატი – ფრანცისკა გიფაი.

ამჟამად, ბერლინის მერის თანამდებობას იკავებს მიხაელ მიულერი.

ფრანცისკა გიფაი ოჯახის, ხანდაზმულთა, ქალებისა და ახალგაზრდების საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, მაგრამ პოზიცია ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში მიღებულ ხარისხთან დაკავშირებით აგორებული სკანდალის მერე დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები