Pfizer-ის ხელმძღვანელმა ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნების პერიოდი დაასახელა

ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელის დირექტორის, ალბერტ ბურლას განცხადებით, COVID-19 პანდემიის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი, რომ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. მანვე აღნიშნა, რომ ამისთვის საჭიროა მოსახლეობის ყოველწლიური ვაქცინაცია.

“მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია, დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას. მე არ ვფიქრობ, რომ ეს ნიშნავს ახალი შტამების გაჩენას. მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ ნორმალურ ცხოვრებას ვაქცინაციის გარეშე. ჩვენ გვექნება პრეპარატები, რომლებიც, სულ მცირე, ერთი წლის განმავლობაში იმუშავებს. მჯერა, რომ ყველაზე სავარაუდო სცენარია ყოველწლიური ვაქცინაცია”, – თქვა მან ABC-ის ეთერში.

ბურლას თქმით, კომპანია სულ მალე გაუგზავნის აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის სამმართველოს იმ კვლევის მონაცემს, რომელიც მან 5-11 წლის ბავშვებზე ჩაატარა.

მისივე თქმით, კვლევამ დაამტკიცა პრეპარატის ეფექტურობა და საიმედოობა ამ ასაკობრივი ჯგუფისათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები