კახა კალაძე – დიდუბის რაიონის მოსახლეობას: გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ გივი ჩხარტიშვილს იმისთვის, რომ ერთად განვახორციელოთ თქვენი რაიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტები
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სოციალური ქსელის ვიდეოჩართვაში დიდუბის რაიონის მოსახლეობას მათი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გივი ჩხარტიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, გამარჯვების შემთხვევაში გივი ჩხარტიშვილი რაიონის სასიეკთოდ არაერთი ცვლილების განხორციელებას შეძლებს.
„მინდა, დიდუბის რაიონის მოსახლეობას მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. გულწრფელად გეუბნებით, რომ თქვენს მხარდაჭერას უკან კარგი საქმეებით და მასშტაბური პროექტებით დაგიბრუნებთ. მზად ვართ, ვიყოთ თქვენს და ქალაქის სამსახურში. არ დავიღლებით მუშაობით. ამ პროცესში მნიშვნელოვანია გივის მსგავსი ადამიანების ყოლა დედაქალაქის საკრებულოში. მნიშვნელოვანია, საკრებულოში წამროდგენილი ვიყოთ უმრავლესობით, რომ შევძლოთ სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. ასევეე, შევძლოთ ბიუჯეტის დამტკიცება და ყველა იმ პროექტის განხორციელება, რომელზეც ვსაუბრობთ. აქედან გამომდინარე, მინდა, გთხოვოთ, გივი ჩხარტიშვილის მხარდაჭერა, იმისთვის, რომ ერთად განვახორციელოთ ის სასიკეთო და მნიშვნელოვანი პროქტები, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, მისი ყველა რაიონისთვის“- განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.
გივი ჩხარტიშვილმა დიდუბის რაიონის მოსახლეობას აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა და ამასთან, იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობა 2 ოქტომბერს სწორ არჩევანს გააკეთებს.
„თქვენი თანადგომის იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვარ, 2 ოქტომბერს სწორ არჩევანს გავაკეთებთ უკეთესი თბილისისთვის და იმ პროექტების განსახორციელებლად, რომელიც ჩვენს გუნდს აქვს წარმოდგენილი“, – განაცხადა დიდუბის რაიოონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.