გაეროს გენერალური მდივანი: მსოფლიო ახლოსაა ბირთვულ განადგურებასთან

დაახლოებით 14 ათასი ბირთვული იარაღი ინახება მთელ მსოფლიოში და კაცობრიობა ძალიან ახლოსაა ბირთვულ განადგურებასთან, – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტიერიშმა ბირთვული იარაღის სრულ განადგურებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც დღეს, 26 სექტემბერს აღინიშნება.

„კაცობრიობა დღესაც ძალიან ახლოს იმყოფება ბირთვულ განადგურებასთან. დროა გავფანტოთ ბირთვული კონფლიქტის ღრუბლები, გავანადგუროთ მთელი შეიარაღება მსოფლიოში, გავხსნათ ნდობის და მშვიდობის ახალი ეპოქა“,- განაცხადა გუტიერიშმა სოციალურ ქსელში, საკუთარ მიკრობლოგში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები