ჟურნალისტი ფრიდონ დოჩია გარდაიცვალა
ქართველი ჟურნალისტი და პედაგოგი ფრიდონ დოჩია 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები და ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ფრიდონ დოჩია მოულოდნელად, ინსულტით გარდაიცვალა.
ქართველი საზოგადოება კარგად იცნობს პედაგოგსა და ჟურნალისტ ფრიდონ დოჩიას. ჟურნალისტური მოღვაწეობა ფრიდონ დოჩიამ ჯერ კიდევ 1980-იანი წლების ბოლოს დაიწყო და სხვადასხვა გამოცემაში მუშაობდა.
“კვირა” ფრიდონ დოჩიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.