26 სექტემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 742 547 აცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 26 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 1 742 547 აცრა.
მათივე ინფორმაციით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 970 307 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 34.2%
“სრულად ვაქცინირებულია 772 240 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 27.0%
25 სექტემბერს აიცრა 12 402 ადამიანი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.