საფრანგეთი ღარიბ ქვეყნებში ვაქცინის მიწოდებას გაზრდის

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, განაცხადა, რომ საფრანგეთი მზადაა გაზარდოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდება ღარიბ ქვეყნებში, მათ შორის აფრიკაში.

მისი თქმით, საფრანგეთი 120 მილიონი დოზა ვაქცინის გამოყოფას გეგმავს, რაც ორჯერ აღემატება წინანდელ გაცემას.

ემანუელ მაკრონმა არასამართლიანი უწოდა ვაქცინაციის ნელ ტემპს სხვა კონტინენტებზე, კერძოდ კი აფრიკაში.

როგორც მან აღნიშნა, აფრიკაში ვაქცინირებულია მოსახლეობის მხოლოდ 3%.

„ჩვენ უნდა ავჩქარდეთ“,- განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები