რამდენი ადამიანი ემსხვერპლა სირიის ომს – გაერო ზუსტ რიცხვებს აქვეყნებს

სირიაში, სამოქალაქო ომს, რომელიც ათ წელზე მეტია მიმდინარეობს, სულ მცირე 350 209 ადამიანი დაიღუპა. ასეთი განახლებული სტატისტიკა 24 სექტემბერს ჟენევაში გაეროს, ადამიანის უფლებთა უზენაესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა წარადგინა.

მისი თქმით, საქმე მხოლოდ მათ არ ეხებათ ვისი ვინაობის და გარდაცვალების თარიღის დადგენა მოხერხდა. გარდა ამისა, ცნობილია თუ რომელ პროვინციებში დაიღუპნენ ისინი. აქედან გამომდინარე, დაღუპულთა რეალური რიცხვი გაცილებით მაღალი გამოდის.

ყველაზე მეტი დაღუპული პროვინცია ალეპოშია.

ბაჩელეტს თქმით, აღნიშნული სტატისტიკა მოიცავს 2011 წლის მარტიდან 2021 წლის მარტამდე პერიოდს. აღნიშნულ პერიოდში დაღუპულია 27 126 ბავშვი და 26 727 ქალი.

„უსამართლობამ და სასოწარკვეთილებამ თითოეულ ამ სიკვდილთან დაკავშირებით უნდა გვაიძულოს რომ ვიმოქმედოთ“,- განაცხადა ბაჩელეტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები